შეშფოთებული ვართ ცნობებით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაშინებებს, დარღვევებს, შევიწროებას და უფლებამოსილების გადამეტებას შეეხება - კელი დეგნანი

საქართველო, თბილისი - 13:56 | 02.10.2021
ნანახია: 462

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ ვაშინგტონი, სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი აქტიურად აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, შემაშფოთებელია წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევები.

"ძალიან აქტიურად ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს, ვაშინგტონიც ძალიან ყურადღებით აკვირდება, დაინტერესებულია სახელმწიფო დეპარტამენტი, თეთრი სახლი და კონგრესიც. შეშფოთებული ვართ ცნობებით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაშინებებს, დარღვევებს, შევიწროებას და უფლებამოსილების გადამეტებას შეეხება. გვაქვს ცნობები ადგილობრივი დამკვირვებლების შესახებ, რომლებმაც არც კი იციან, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მუშაობენ ან მათი როლი რა არის. ეს შეშფოთებას იწვევს და შესაძლოა, უკავშირდებოდეს მომზადების ნაკლებობასაც. მონიტორინგს გავაგრძელებთ დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოვუწოდებთ ადამიანებს, გაიკეთონ პირბადე და მოვიდნენ არჩევნებზე", - ამბობს დეგნანი.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე