ყველამ ვიხილეთ, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნილმა მმართველობამ - გახარია

საქართველო, თბილისი - 10:20 | 02.10.2021
ნანახია: 460

თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი არჩევნები არა მუნიციპალური, არამედ განახლების არჩევნებია. მან მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე მისვლისკენ მოუწოდა.

"დღეს ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, წლებია, წარსულში გვექაჩება. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეული მოქალაქე გონიერ და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის.

მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ მივიდეს არჩევნებზე. იმიტომ, რომ არავინ მოგატყუოთ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს არის განახლების არჩევნები.

ჩვენ ყველამ ვიხილეთ, განსაკუთრებით ბოლო 1 თვის განმავლობაში, რას ნიშნავს და სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნილმა მმართველობამ". - თქვა გახარიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე