ზელენსკის პარტიაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ სააკაშვილი ტრუსკავეცში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 18:31 | 01.10.2021
ნანახია: 619

უკრაინაში, პარტიაში „ხალხის მსახური“ უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტრუსკავეცში იმყოფება.  ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელმა იულია პალიუჩიკმა აღნინულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.

მისი განმარტებით, ამჟამად, ქალაქში პოლიტიკური ძალების სხდომა მიმდინარეობს, სადაც მიწვეულნი არიან „ხალხის მსახურის“ მოქმედი დეპუტატები, მთავრობის, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, უკრაინის პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი  არა ბათუმში, არამედ უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში, სასტუმრო "რიქსოსში“ იმყოფება.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე