მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, საქართველოშია. საბრალო კობახიძე - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 11:50 | 01.10.2021
ნანახია: 597

რა თქმა უნდა, ინფორმაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა, არის თავიდან ბოლომდე სიმართლე, - გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ დაადასტურა, რომ  მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ჩამოშლილია.

"რა თქმა უნდა, საქართველოშია, რა თქმა უნდა ის ინფორმაცია, რომელიც მან გაავრცელა არის თავიდან ბოლომდე სიმართლე. საბრალო კობახიძე, მთელი ამ დილის განმავლობაში ვერ გამოჩნდა ვერცერთი "ქართული ოცნებიდან". ახლა გამოჩნდნენ და ჩამოშლილები არიან პრაქტიკულად. ახლა მთავარია, რომ ჩვენ ყველა ხვალ მივდივართ არჩევნებზე მშვიდობიანად, წყნარად, მაღალი აქტივობით, ყველა მოქალაქე მივდივართ რეგისტრაციის ადგილზე და ხმას ვაძლევთ ქართული ოცნების წინააღმდეგ. ხვალ ჩვენ საბოლოოდ უნდა გავიფორმოთ გამარჯვება", - თქვა დეკანოიძემ.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის და არც მისი ვიდეოა ბათუმში ჩაწერილი.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე საქართველოშია, შემდეგ კი ბათუმიდან ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე