3 ოქტომბერს დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. კოლონები უნდა იყოს მრავალრიცხოვანი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:07 | 01.10.2021
ნანახია: 553

3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად, - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს. ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ მივიდნენ 2 ოქტომბერს არჩევენებზე.

"ყველას უნდა გვესმოდეს რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერა. ამიტომ 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე  საქართველოს გადასარჩენად. ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად.მეც შევუერთდები ერთ ერთ ასეთ კოლონას.
ამიტომ ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში მე უკან არ ვიხევ და იმედია არც თქვენ", - წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე საქართველოშია, შემდეგ კი ბათუმიდან ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე