ეს საპარლამენტოს დონის არჩევნებია – ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა

საქართველო, თბილისი - 12:06 | 30.09.2021
ნანახია: 559

2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებელ ევროპარლამენტართა დელეგაციის ნაწილი საქართველოში ჩამოვიდა.

ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ,  თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, ისინი გააკონტროლებენ, რომ ბოლოს მომხდარი მანიპულაციები არ განმეორდეს.

“ეს მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები არაა, ეს საპარლამენტო არჩევნების დონისაა, რადგან აჩვენებს მიდის თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვართ რათა დავაკვირდეთ და გავაკონტროლოთ, რომ არ განმეორდება ბოლოს მომხდარი მანიპულაციები ან თაღლითური ქცევა”, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე