საქართველოს ბანკისა და Visa-ს პატნიორობით 26 კომპანია ციფრული ადაპტაციის პროგრამაში ჩაერთო
საქართველო, თბილისი - 16:35 | 29.09.2021 ნანახია: 1043
საქართველოს ბანკისა და Visa-ს პარტნიორობით, რამდენიმე თვეა ქალი მეარმეებისათვის ციფრული ადაპტაციის პროექტი, „Adapter”-ი ხორციელდება. პროექტი მონაწილეებს ბიზნესის უფასოდ გაციფრულებასა და დისტანციური გაყიდვების მართვაში ეხმარება.
"Adapter"-ის საშუალებით უკვე 26 კომპანია საკუთარ პროდუქციას extra.ge- ზე ყიდის.
"Adapter"-ის მონაწილეებმა წარმატებით განახორციელეს საკუთარი საქმიანობის ციფრულ არხებში ინტეგრირება და პანდემიის ფონზე, ონლაინ შოპინგის გაზრდილი აქტივობისათვის ფეხის აწყობა. მეწარმეებმა "Adapter"-ის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით მიიღეს მხარდაჭერა, როგორიცაა: დისტანციური გაყიდვები, გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა.
გარდა ამისა, საქართველოს ბანკი ბიზნესების წახალისების მიზნით, მეწარმეების პროდუქციის სოციალური ქსელებით უკეთ წარმოჩენასა და ცნობადობის ზრდაშიც უწევს მხარდაჭერას.
პროექტზე რეგისტრაცია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2XJjhgQ
"დღეს, ისე როგორც არასდროს, ბიზნესის წარმატებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში გაყიდვების წარმოება. სწორედ ამიტომ, Visa-სთან პარტნიორობით, გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებელი ქალი მეწარმეების პროექტ „Adapter”-ში ჩართვა. პროგრამის ფარგლებში, უკვე 26-მა მეწარმემ გააციფრულა საკუთარი მაღაზია და ამგვარად, კიდევ უფრო გაზარდა საკუთარ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ინიციატივით, აქტიურად გრძელდება მონაწილეების პროდუქციის სოციალურ ქსელებში პოპულარიზაცია, რათა გავზარდოთ მათი ცნობადობა. გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილეებს და მოვუწოდოთ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ ჩართულა, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა", - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
"Visa-სა და საქართველოს ბანკს ამოძრავებს საერთო მისია, პოპულარიზაცია გაუწიონ ინოვაციურ გადახდის მეთოდებსა და ხელი შეუწყონ მათი განვითარების პროცესს. მეწარმე ქალი ლიდერების გაძლიერება ამ მისიის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, რაც თვალნათლივ ჩანს Visa-ს სტრატეგიულ ინიციატივაში #She’sNext, რომელიც რეგიონის მასშტაბით დაინერგა. ჩვენ გვწამს, რომ ქალი მეწარმეებისთვის მხარდაჭერის გამოხატვა ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდას, აძლიერებს ახალი ბიზნესების წამოწყებასა და ეხმარება უფრო რეზისტენტულები გახდნენ ახალი გამოწვევების მიმართ. მოხარულები ვართ, ჩავერთოთ ამ ინიციატივაში ჩვენს პარტნიორ საქართველოს ბანკთან ერთად და წვლილი შევიტანოთ ქალი მეწარმეების გაძლიერებასა და მათი ბიზნესების გაციფრულებაში, რაც ამავდროულად ხელს უწყობს ელ-კომერციის განვითარებას საქართველოში", - განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















