თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ - კახა კალაძე ჟურნალისტებს

საქართველო, თბილისი - 12:57 | 29.09.2021
ნანახია: 711

"თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობს, სიძულვილის, ბოროტების თავი და თავი ხართ," - ასე მიმართა  თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

"მთავარი არხის" ჟურნალისტი კალაძეს ეკითხებოდა მედიის დევნის, 5 ივლისსა და ევროკავშირის ოფისთან სხვადასხვა რადიკალური ჯგუფების, აქტივისტების მობილიზების შესახებ.

"თქვენზე დიდი რადიკალი, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობს. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, თქვენ ხართ ამის სახე...იმაზე დიდი დისკრედიტაცია რა გინდა ნახე სად მუშაობ", - უთხრა კალაძემ  ჟურნალისტს.


 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე