ნიკოლოზ ბასილაშვილი სან დიეგოს ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა

საქართველო, თბილისი - 09:47 | 29.09.2021
ნანახია: 717

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში დაასრულა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან დიეგოში ATP250 კატეგორიის ტურნირი.

29  წლის ქართველმა სპორტსმენმა პირველ წრეში ორ სეტში წააგო მე-9 ნომრად განთესილ იტალიელ ლორენცო სონეგოსთან – 3:6, 4:6. შეხვედრა საათი და 21 წუთი გრძელდებოდა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 661 800 დოლარს შეადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე