მეცნიერებმა კაცობრიობის გადაშენების სავარაუდო დრო დაასახელეს

საქართველო, თბილისი - 23:00 | 28.09.2021
ნანახია: 692

გლობალური დათბობის ერთ-ერთი სცენარის მიხედვით დედამიწა უსიცოცხლო ტერიტორიად ხუთასი წლის შემდეგ გადაიქცევა. ამის შესახებ ნათქვამია კანადელი და ბრიტანელი მეცნიერების ონლაინ-ბიბლიოთეკის Wiley-ის პუბლიკაციაში.

მკველვარებმა ყურადღება მიაქციეს გაეროში წარდგენილ დოკუმენტს  კლიმატური სტრატეგიების შესახებ, რომლის თანახმად, ქვეყნებმა აუცილებლად უნდა გაზარდონ თავიანთი ძლისხმევა გლობალური საშუალო ტემპერატურის მატებასთან ბრძოლაში. მეცნიერების აზრით, მსოფლიო ორგანიზაციაში შეცდომით უგელებელყოფენ გრძელვადიან რისკებს.

სპეციალისტებმა პლანეტაზე ცვლილებების სამი მოდელი წარადგინეს, მათ შორის ყველაზე უარესი გულისხმობს ადამიანის, როგორც სახეობის გადაშენებას.

„თუ არ შეჩერდება გლობალური დათბობა, ხუთასი წლის შემდეგ დედამიწა იმდენად შეიცვლება, რომ იძულებულები ვიქნებით, ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის და ჩვენი ისტორიული ფესვებისა და კულტურის შენარჩუნებისთვის“, - ნათქვამია მკვლევარების სტატიაში, რომელიც პორტალ The Conversation-ში გამოქვეყნდა.

ამ თეორიის თანახმად, დედამწის ნაწილი დათბობის გამო სიცოცხლისთვის გამოუსადეგარი გახდება, სასოფლო-სამეურნეო კულტურები კი, მათ სორის ხორბალი და კარტოფილი დეფიციტური გახდება უნაყიფო მიწების გამო. მეცნიერები ამბობენ, რომ აუცილებელია უფრო სიღრმისეულად დაიგეგმოს კლიმატური სტტარეგია მოლსფლიო დონეე და ძალისხმევის გაერთიანება, რათა გაჩერდეს კატატსროფა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე