ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების გარემოსთვის მისაღები ქმედებების ხელშეწყობაზე შეხვედრა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 13:01 | 06.02.2016
ნანახია: 1628

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი” პროექტის “საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების გარემოსთვის მისაღები ქმედებების ხელშეწყობა” დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ მიმართა.

პროექტი - „საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების გარემოსთვის მისაღები ქმედებების ხელშეწყობა“ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის განვითარებას.                          

პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), გაეროს მრეწველობის განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) და ევროკომისიის (EC) ფინანსური ხელშეწყობით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე