საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეთა მიმართ ზეწოლაზე სტრასბურგში ისაუბრებს

საქართველო, თბილისი - 02:22 | 21.09.2015
ნანახია: 2647

ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენაზე და მოსამართლეთა მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრებზე ისუაბრებს. საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია გიორგი პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში უკვე გაემგზავრა. დაგეგმილია შეხვედრები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

"იქნება შეხვედრა როგორც ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებთან. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა იმ წარმატებებზე, რასაც ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ გვერდზ ვერ ავუვლით იმ ნეგატიურ მოვლენებს, რომლიც ამ დღეებში ვითარდება. მე ვფიქრობ ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყანას და მის პრეზტიჟს,"-განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე