ავტოსაგზაო შემთხვევას გურიაში 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 18:37 | 26.09.2021
ნანახია: 542

ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ნაგომარში, ავტოავარიას მეათე კლასის მოსწავლე, 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და სახლში მიდიოდა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან მოძრავი მიკროავტობუსი დაეჯახა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას, მოზარდი გარდაცვლილი დახვდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე