გიორგი გახარია არის ფსკერს ქვემოთ - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:45 | 26.09.2021
ნანახია: 579

როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ივანიშვილმა შენი იმედი ვერ გაამართლა, ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ყველანაირ ფსკერზე არის დაშვებული, - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ყოფილ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიაზე, რომელმაც "ფორმულას" ეთერში ბიძინა ივანიშვილზე თქვა, რომ ნდობა ვერ გაამართლა.

"როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ივანიშვილმა შენი იმედი ვერ გაამართლა, ეს არ ვიცი რა კომენტარს იმსახურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ყველანაირ ფსკერზე არის დაშვებული. როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ. მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა კოორდინაცია ოცნებასთან, ივანიშვილთან და ა.შ., მაგრამ დღეს ის კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს. ის ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე