ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 20:47 | 25.09.2021
ნანახია: 504

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლი წინ მიმავალ ავტომობილს დაეჯახა, რომელშიც ცოლ-ქმარი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.  

დაჯახების შედეგად, ბავშვმა მძიმე დაზიანება მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა. დედა სახის ძვლების მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც  ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე