ფულის მოპარვის მიზნით, მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ააფეთქეს

საქართველო, თბილისი - 14:08 | 23.09.2021
ნანახია: 585

სოფელ მარტყოფში საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ფულის მოპარვის მიზნით საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ააფეთქეს. აფეთქებას შენობის მინების მსხვრევა მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე