საქართველოში ამ დროისათვის სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 25.9%

საქართველო, თბილისი - 12:20 | 23.09.2021
ნანახია: 449

საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 25.9%-ი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 23 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 700 895 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 960 081 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%-ი. სრულად ვაქცინირებულია 740 814 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.9%-ი. 22 სექტემბერს აიცრა 12 948 ადამიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე