"გენიოსი" პოლიტიკოსები, ამბობენ, რომ გაუქმდეს სუს-ი ოკუპირებულ ქვეყანაში, სადაც 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას - ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 20:30 | 14.09.2021 ნანახია: 773
რატომ ვლაპარაკობთ კიდევ წარსულზე? იმიტომ, რომ სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის გამოწვევები ქვეყანაში, ჯერ კიდევ ეს ძალა პრობლემას უქმნის ჩვენი მოსახლეობის სიმშვიდეს და სტაბილურობას, სიწყნარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ხალხს სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება, კეთილდღეობა. სამუშაო ადგილები, კარგი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა.
„ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი, საფიქრალი და არა ის, ვინ ვის ლანძღავს და ვინ რას ლაპარაკობს ერთმანეთზე, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ. ჩვენ, საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე, მანამდეც რა თქმა უნდა, მთავრობამ, მთელმა გუნდმა, დავიწყეთ – დეტალურად ვუხსნით ჩვენს მოსახლეობას, რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ და რის გაკეთებას ვაპირებთ. გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, გვაქვს ხედვა და გეგმა, როგორ ამოვიყვანოთ ამ დიდი გასაჭირიდან ჩვენი მოსახლეობა. რა გვესმის ოპონენტებისგან მეგობრებო, არაფერი, გარდა შეურაცხყოფისა, ცილისწამებისა და ტყუილისა. ვნახეთ არნახული, ენით აღუწერელი, ბინძური პროპაგანდა და კამპანია პატრიარქის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ, ჯარის წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ. დღეს გამოვიდნენ „გენიოსი“ პოლიტიკოსები, ამბობენ, რომ უნდა გაუქმდეს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური, წარმოიდგინეთ, ხალხო, ოკუპირებულ ქვეყანაში, 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას აქვე, ათასი გამოწვევა არსებობს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედან მომდინარე და ამ დროს ეს ადამიანები, იმისთვის, რომ პირად პოლიტიკურ მიზანს რამენაირად მიაღწიონ, ამ პირადი ეგოს და პირადი ინტერესების გამო, ყველაფერს კადრულობენ. მათთვის არ არსებობს არავითარი ზღვარი, ყველა ზღვარი მოშალეს მათ, ჰქონდათ მოშლილი და რა თქმა უნდა, ახლა პირდაპირ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ზღვარი.
ერთ-ერთი მთავარი ალბათ მიზანი და ინტერესია სწორედ გუშინდელი ამ პროვოკაციისა, შეთქმულებისა არის ის, რომ რაიმენაირად რაღაც გარკვეული უთანხმოება თუ გაუგებრობა, შექმნილიყო, წარმოშობილიყო ეკლესიას და მთავრობას შორის. ის, რაც ამათ იკადრეს, გამოდიან პირდაპირ ახდენენ დისკრედიტაციას ჩვენი მღვდელმთავრების, ჩვენი სასულიერო პირების, რა არის, თუ არა ღალატი, მითხრას მაშინ ნებისმიერმა მოქალაქემ, მითხრას ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც მხარს უჭერს ჯერ კიდევ ამ მტრულ ძალას. ეს არის მტრობა და ღალატი, მეგობრებო, როცა შენ შენს საკუთარ ეკლესიას, სარწმუნოებას, ასე ექცევი და მთავარ საძირკველს, რაზეც დგას ჩვენი ქართველობა, რამაც დღევანდელობამდე მოიტანა ჩვენი ქართველობა, ჩვენი ხალხი. მაგრამ, ხალხი ბრძენია, ხალხი არჩევს ტყუილს და სიმართლეს, ღალატს და ერთგულებას, თეთრს და შავს და მე მჯერა, რომ 2 ოქტომბერს კიდევ ერთი ვერდიქტი იქნება გამოტანილი ჩვენი ხალხის მიერ და ბეჭედს დავუსვამთ კიდევ ერთხელ ამ უმსგავსობას, რომელიც ჩვენ ამ ბოლო დღეებში ვიხილეთ და რომელიც, შესაძლოა, გაგრძელდეს, მაგრამ 2 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დავასრულებთ და ყველა ქვეყნის მოღალატე და ამ შეთქმულებაში მონაწილე პირდაპირ თუ არამონაწილე დაისჯება სამაგალითოდ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, სახელმწიფომ კომპრომისი გამოიჩინოს ასეთი პროვოკატორების მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით შეუვალნი და უკომპრომისო იმიტომ, რომ არ შეიძლება ასე გაგრძელება, ყველაფერს აქვს საზღვარი, მეგობრებო. ქვეყანას, ხალხს სჭირდება დამშვიდება, დაწყნარება იმიტომ, რომ ჩვენ ამდენი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – ოკუპაცია, უამრავი სიდუხჭირე, ეკონომიკური პრობლემები, პანდემია, უმუშევრობა და გასაჭირი, რომელიც მოსახლეობას აქვს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















