სააკაშვილმა და მისმა მაფიოზურმა ბანდამ, არნახული სიბოროტე ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ და სამწუხაროდ, ეს დღესაც გრძელდება - ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 15:47 | 14.09.2021 ნანახია: 757
2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ იმ მჩაგვრელ, უსამართლო, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან, რომელიც ყოველდღე ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღე ებრძოდა საკუთარ ხალხს და ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ვალერი გელაშვილთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ასე უსწორდებოდა სააკაშვილის მჩაგვრელი სისტემა მოქალაქეებს.
„ვიმყოფებით რა ხაშურში, მე ვხედავ ღირსეულ კაცს - ვალერი გელაშვილს. მინდა, მას მივესალმო და ერთი კონკრეტული კაცის ისტორია გავიხსენოთ. არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო კიდევ ერთხელ ამას - ადამიანი, რომელიც არის სიმბოლო იმ მჩაგვრელ სისტემასთან დაპირისპირების, კაცი, რომელმაც არ დაუხარა თავი, არ შეურიგდა იმ ჩაგვრას და უსამართლობას, კარგად ვნახეთ მთელმა საქართველომ, მთელმა მოსახლეობამ, როგორ გაუსწორდა პირადად სააკაშვილი, ეს ბოროტი მასხარა კაცი და ლამის მოკლეს ვალერი გელაშვილი. რატომ?! იმის გამო, რომ ამ კაცმა მისი ხუშტურები არ აიტანა და თავი არ დაუხარა. ასე უსწორდებოდნენ სააკაშვილის მჩაგვრელი ადამიანები და მჩაგვრელი სისტემა ჩვენს მოქალაქეებს - ბიზნესმენებს, წარმატებულ ადამიანებს, სპორტსმენებს, ყველა პროფესიის ადამიანს, პედაგოგებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველას ექცეოდნენ უღირსად და შეურაცხმყოფლად. ჩვენ ეს ყველაფერი 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დავასრულეთ და დავასრულეთ სამუდამოდ, ისე, რომ მეორედ ამ ადამიანებს არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის დანგრევის და ჩვენი ხალხის დაჩაგვრის უფლებას. ამ ადამიანებმა, სააკაშვილმა, მისმა მკვლელებმა და მაფიოზურმა ბანდამ, რომელიც ჩვენს ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა, არნახული სიბოროტე ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ და სამწუხაროდ, ეს დღესაც გრძელდება. დღესაც თუ რაიმე ხდება, ეს არის პირდაპირი საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მე-9 წელია, ჩვენი ხალხი ამ ომს უძლებს, იმ სიბინძურეს, რომელიც მათი ტელევიზიებიდან მომდინარეობს. ეს არის პირდაპირ ქართველი ხალხის, სახელმწიფოს, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა, ბრძოლა, რომელშიც ისინი დამარცხდებიან 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ. არჩევნების შემდეგ ყველა მოღალატეს და ყველა მტერს საკადრის პასუხს გავცემთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















