„მაესტრომ“ დღეიდან დაცვა გააძლიერა

საქართველო, თბილისი - 13:13 | 05.02.2016
ნანახია: 1710

ბაია გადაბაძემ დაცვის სამსახური დაიქირავა. 
,,მაესტროს“ შენობას დღეიდან კომპანია "მაგისტრის" დაცვის სამსახური იცავს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაცვის ახალი თანამშრომლები შენობაში დღეს დილიდან გამოჩნდნენ.შენობაში შემოსვლის უფლება ექნებათ იმ პირებს, ვისზეც საშვს რეესტრში ამჟამად დირექტორად რეგისტრირებული ბაია გადაბაძე დაუშვებს.

,,დაცვის ახალი სამსახური, ალბათ, ქალბატონმა ბაია გადაბაძემ დაიქირავა. შენობის განკარგავი დღეს ის არის. რამდენადაც მე ვიცი, ეს შენობის დაცვას ემსახურება და არა შპს "სტუდია მაესტროს", - განაცხადა "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ილია კიკაბიძემ.
ილია კიკაბიძე და ბაია გადაბაძე დღეს, 14:00 საათზე ამერიკის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე