გვინდა, საქართველომ წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენაში - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 16:16 | 12.09.2021 ნანახია: 950
გვაქვს წარმატებული საგარეო პოლიტიკა, ჩვენს მეზობლებთან, ყველასთან ძალიან იდეალური, მეგობრული, ძმური ურთიერთობა გვაკავშირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალქალაქის მერობის კანდიდატის, მელქონ მაკარიანის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმისა და ბაზრების გახსნის მნიშვნელობას, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განხორციელდა.
"ჩვენ ვართ ჩართულები თუნდაც მედიაციის პროცესში რეგიონის მასშტაბით და გვინდა, რომ ქართველებმა, საქართველომ წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის, ყველასთვის. გვაქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი პასპორტით, ქართული პასპორტით გადაადგილდებიან უვიზოდ ევროკავშირში, გავხსენით ბაზრები, ევროკავშირთან, რუსეთთან, თურქეთთან, ჩინეთთან, ყველასთან და ამას ყველაფერს სჭირდება გამოყენება. ათვისება სჭირდება ამ პროგრამებს, პროექტებს და მეტი კეთილდღეობა, მეტი განვითარება გვჭირდება. ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით, არჩევნებს, რა თქმა უნდა, ჩავატარებთ ძალიან მშვიდად, სტაბილურად, დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები, ესეიგი 2024 წლამდე და მანამდე სამი წელი კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ მხოლოდ საქმეზე, საქმე, საქმე და საქმე, მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ ყველამ ერთად და განვითარებაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.
პოლიტიკა
- ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის, თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა - შალვა პაპუაშვილი
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით
- „ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის რუსეთისთვისაც, არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი - დიმიტრი ცქიტიშვილი
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
მსოფლიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















