გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე არავითარი განვითარება არ იქნება, არც მომხდარა და არც მოხდება - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:30 | 12.09.2021 ნანახია: 697
მინდა, ძალიან მოკლედ შევაფასო ჩვენს მიერ განვლილი ძალიან საინტერესო პერიოდი - ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ასპინძის მერობის კანდიდატის, როსტომ მაგრაქველიძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა ყველა მიმართულებით და პროგრესი და სიკეთე მართლაც ხელშესახებია, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, გზების მოწესრიგება, გაზიფიცირების სამუშაოები, წყალმომარაგების პროექტები, სოფლის მეურნეობის თუ ადგილობრივი წარმოების მიმართულებით უამრავი პროექტი დაფინანსდა.
„ძალიან კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევაა, ჩვენს ხალხს ჯერ კიდევ უჭირს და მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა, სიღარიბე, რომელიც ჩვენი მთავრი საზრუნავი უნდა იყოს. ჩვენ შევძელით ბოლო 7 არჩევნებში ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვება და ახლა ვემზადებით ასევე ღირსეული და ძლიერი გამარჯვებისთვის 2 ოქტომბერს. ჩვენ ახლა ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროექტების დაწყებას. თითოეულ რეგიონზე არის მორგებული ყველა ის პროექტი, რომელიც ახლა მუშავდება. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას. ჩვენი გეგმის მიხედვით, არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. ჩვენ თანმიმდევრულად უნდა ავითვისოთ ის რესურსი, რომელიც ჩვენს უნიკალურ ქვეყანას გააჩნია, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, მეცხოველეობის განვითარება, უამრავი სხვა, რომელიც ამ რეგიონს გააძლიერებს, ფეხზე დააყენებს სოფელს და სოფლის მოსახლეობას. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ჩვენ არაერთი ეფექტიანი ნაბიჯი გადავდგით ბოლო წლების განმავლობაში. დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები - „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებში შეიქმნა სულ მცირე 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, დაფინანსდა ასეულობით ახალი საწარმო, გადაიარაღდა არსებული საწარმოები და ახლებიც აშენდა. მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მაგრამ გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვაპირებთ ამ პროგრამების გაფართოებას და 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით და 1300-მდე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება. 350-ზე მეტი სფერო გამოვკვეთეთ, რომელიც უნდა დაფინანსდეს ჩვენი მთავრობის და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით. ეს მინიმუმ 100 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის მომდევნო 3-4 წელიწადში. ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ეს იქნება გზების, მაგისტრალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, წყალგაყვანილობა, რომ ყველა ქალაქს 24-საათიანი წყალი ჰქონდეს. ასევე გამოწვევაა 3 ათასამდე სოფელს არ მიეწოდება სტანდარტის შესაბამისი, ხარისხიანი წყალი. გვაქვს დეტალური გეგმა, როგორ დავძლიოთ ეს გამოწვევა. ხელშესახები პროგრესი გვაქვს გზების მშენებლობის მიმართულებით. ყველა მუნიციპალიტეტში განახლებულია გზები, ხიდები და ეს პროცესი გაგრძელდება. ჯამში 8 წლის განმავლობაში 10 ათას კილომატრამდე გზას ჩაუტარდა აღდგენა, რეაბილიტაცია, მათ შორის ისეთ გზებს, რომლებიც თუნდაც საბჭოთა კავშირის დროს არ იყო აღდგენილი. ჩვენ გაათმაგებული ტემპებით უნდა ვიმუშაოთ, ვინაიდან ჩვენს მოსახლეობას ჯერ კიდევ უჭირს, სიღარიბე და უმუშევრობა არის მთავარი გამოწვევა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 175 ახალი სკოლა აშენდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, 250 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა და ასეულობით ახალი ბაღის აშენება და რეაბილიტაცია მოხერხდა ამ მოკლე პერიოდში.
„ახლა ვიწყებთ 800 სკოლის რეაბილიტაციას თანამედროვე ევროპული სტანდარტების მიხედვით, იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა ისწავლონ თანამედროვე, ევროპული ტიპის სკოლებში. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება და გაათმაგებული ტემპებით, უფრო მაგარი ენერგიით მუშაობა და ძალიან დიდი ძალისხმევა. ასევე ამ ყველაფერს სჭირდება გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. სტაბილურობის გარეშე არავითარი განვითარება არ იქნება, არც მომხდარა და არც მოხდება“, - აღნიშნა პრემიერმა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















