3 წელი ქვეყანაში აღარ უნდა იყოს არჩევნები და ასეც იქნება - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 17:57 | 11.09.2021 ნანახია: 709
2 ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ამ არჩევნების შემდეგ , 3 წელი ექნება მთავრობას და ხალხს, რომ რეალური საქმე დავიწყოთ და რეალურად მოვახდინოთ კონცენტრაცია იმ პრობლემებზე და იმ გასაჭირზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატის, ოთარ არბოლიშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას და არეულობის შემოტანის მცდელობას.
„3 წელი ქვეყანაში აღარ უნდა იყოს არჩევნები და ასეც იქნება, იმიტომ რომ ჩვენ პატივს ვცემთ კანონს და კონსტიტუციას და ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს. ეს არჩევანი მათ დააფიქსირეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებში, რითაც ჩვენ მორიგი მანდატი გადმოგვეცა, რომ ვმართოთ ქვეყანა 4 წლის ვადით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ წესებს დავიცავთ და ამ არჩევნებს ჩავატარებთ მშვიდობიანად. გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. რაც მთავარია, ჩვენი საერთო მობილიზებით, არ დავუშვებთ არავითარ პროვოკაციას და არავითარ შეცდომას არ დავაშვებინებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც რეალურად, ვთქვათ პირდაპირ, რომ წარმოადგენენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ძალას და არავის მივცემთ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანის უფლებას. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ დამთავრდა ქვეყანაში ომების და რევოლუციების დრო, ახლა დრო დადგა განვითარების, წინსვლის და კეთილდღეობის ჩვენი მოქალაქეებისთვის. განვითარებას შევიტანთ ჩვენ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბორჯომის პოტენციალზე და ისაუბრა „განახლებული რეგიონების“ პროგრამაზე, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას გულისხმობს.
„ბორჯომზე ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას. ბორჯომს აქვს უზარმაზარი, უნიკალური პოტენციალი, რომ გარდაიქმნას ერთ-ერთ გამორჩეულ საკურორტო ადგილად მთელს მსოფლიოში. ჩვენ ასევე დავიწყეთ „განახლებული რეგიონების“ პროგრამა, რაც გულისხმობს ეტაპობრივად ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას. რეალურად, ჩვენ ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი უნდა გარდავქმნათ ევროპული ტიპის ქალაქებად, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის გარდაქმნას გამოიწვევს და ვაქცევთ რეალურად ევროპულ სახელმწიფოდ. წელს ვხარჯავთ 500 მილიონს ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი ახალი პროგრამა და პროექტი დაფინანსდება მომდევნო წლებშიც და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას აქტიურად”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატის შესახებ და აღნიშნა, რომ ოთარ არბოლიშვილი წესიერებით გამორჩეული ადამიანია, რომელსაც სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
„ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვარჩევთ კანდიდატებს. ვარჩევთ ისეთ ხალხს, რომლებიც უანგაროდ და დიდი სიყვარულით ემსახურება და მოემსახურება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას ადგილზე. ამიტომ, ბორჯომში შევარჩიეთ ძალიან წესიერი, ყურადღებიანი, მზრუნველი კაცი მშრომელი, თავისი უნარებით გამორჩეული, ბატონი ოთარ არბოლიშვილი, რომელსაც აქვს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება და ვიცი, რომ იგი ბოლომდე დაიხარჯება, ბოლომდე მოემსახურება ბორჯომს და თავის საყვარელ ხალხს. ჩვენ ასეთი ხალხი გვჭირდება - წესიერებით გამორჩეული და უნარებით გამორჩეული ხალხი, რომლებიც მხოლოდ საქმეზე იფიქრებენ, მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე იფიქრებენ და იზრუნებენ და 24 საათის განმავლობაში“, - აღნიშნა პრემიერმა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















