ზაზა გაბუნია მექსიკაში საქართველოს ელჩად დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 21:33 | 10.09.2021
ნანახია: 585

"ქართული ოცნების" წევრი ზაზა გაბუნია მექსიკაში, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

 

 

 

 

 

 



ზაზა გაბუნია 2013-2014 წლებში იყო თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე. 2014-2016 წლებში თბილისის მთავრობის წევრი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი.

2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე