„ადამიანის სიკვდილი როგორ უნდა უხაროდეს ხალხს, როცა ქრისტიანობაზე აქვთ პრეტენზია“ - კესარია ბიანკას სიკვდილს ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 12:23 | 05.02.2016
ნანახია: 2246

კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში ტრანსგენდერ ბიანკა შიგუროვას გარდაცვალებას ეხმაურება.

„უპირველეს ყოვლისა ვიზიარებ მწუხარებას! მე ამ ადამიანს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან მეწყინა. თუმცა სამარცხვინოა როცა ადამიანის სიკვდილზე, თითქმის ყოველი მეორე კომენტარია: ღირსი იყო, ნეტა აქამდე რატო არ მოკვდა და ათასი სიბოროტე. ვერ წარმომიდგენია ადამიანის სიკვდილი ასე როგორ უნდა უხაროდეს ხალხს როცა ქრისტიანობაზე და ადამიანობაზე აქვთ პრეტენზია. ყველაზე დიდი სირცხვილი მათი მკვლელების სათანადოდ დაუსჯელობაა თან. ვფიქრობ კომენტარის ავტორებიც პოტენციური მკვლელები ხართ სანამ სხვისი სიკვდილით ხალისობთ. დაფიქრდით, ხვალ თქვენი შვილი როგორი გაჩნდება და რა გზას აირჩევს“, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კესარია აბრამიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე