SOLO-ს მხარდაჭერით 15-19 სექტემბერს მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
საქართველო, თბილისი - 13:50 | 09.09.2021 ნანახია: 1443
15-19 სექტემბერს მესტია საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი ასეთი ფორმატის ფესტივალი მთიან საქართველოსა და კავკასიაში. ფესტივალი
გაიხსნება მერაბ კოკოჩაშვილის მთის თემატიკის ფილმით „მწვერვალი“, რომელიც კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ აღადგინა ეროვნული არქივის ხელშეწყობით.
ფესტივალი კი გიორგი მრევლიშვილის ფილმით - „საქართველოს დაკარგული ხეობები“ დაიხურება, რომელშიც მაყურებელი 20-იანი წლების ამერიკელი მოგზაურის მიერ აღბეჭდილ კადრებს იხილავს.
ფესტივალს საქართველოს სხვა კინოფესტივალებიდან განსხვავებს ის, რომ საუკეთესო ფილმების გვერდით, პირველად გაიცემა პრიზი- საუკეთესო კინომუსიკისა და საუკეთესო კინომხატვრობისთვის. პრიზების დიზაინი და შინაარსი მთლიანად სვანეთის ისტორიაზე და ბუნებაზეა მორგებული, რაც ერთგვარი სიურპრიზი იქნება მაყურებლისთვის.
საკონკურსო სექციების გარდა, ევროპელი პარტნიორებისთვის ფესტივალს სპეციალური სექცია ექნება. პესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი კონომაგნატები, როგორიცაა: ARRI და მისი შვილობილი კომპანია Playmaker და ARSENAL; კინოს და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტი და კინოთეატრი, რომელსაც ბერლინალეს ფარგლებში საკუთარი საკონკურსო სექცია-ფორუმი აქვს. ასევე, ფესტივალზე ცალკე იქნება წარმოდგენილი კინოსტუდია „ქართულ ფილმი“, რომელიც წელს ახლადაღდგენილი, უნიკალური ანიმაციური ფილმებით გაანებივრებს სტუმრებს.
ფესტივალზე უკვე შემოსულია 2420 ფილმი სხვადასხვა ქვენებიდან, საიდანაც შეირჩა 33 ფილმი, აქედან 26 მოკლმეტრაჟიანი და 7 მთის თემატიკის ფილმი, რომლებსაც სხვადასხვა სექციებში ფესტივალის მაყურებელი 15- 19 სექტემბერს იხილავს.
ფილმებს ფესტივალზე საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. ესენი არიან: ნანა ჯორჯაძე, ბარბარა გასერი (ოქროს გლობუსის ჟიურის წევრი), ზვიად დოლიძე, ემილის ველივისი.
„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა არსენალის მხარდაჭერა. ზუსტად არსენალის დამსახურებაა ქართული კინოს საბჭოთა კინოდან გამოყოფა და ათწლეულების მერე ეს მეგობრობა გრძელდება ჩვენი ფესტივალის სახით. ARSENAL განსაკუთრებული სექცია ექნება ფესტივალზე წარმოდგენილი, რომელიც გაიხსნება ნანა ჯორჯაძის საოცრად საინტერესო ფილმით - „ატლანტი“, რომელიც კინოინსტიტუტმა წელს აღადგინა და ახალი სიცოცხლე შესძინა. ეს ერთგვარი სიურპრიზი იქნება ქართველი მაყურებლისთვის და თვით ნანა ჯორჯაძისთვის, რადგან ფილმი დაკარგულად იყო მიჩნეული“,- განაცხადა კინოფესტივალის დამფუძნებელმა, ხათუნა ხუნდაძემ.
"SOLO-ს მიზანია, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო კინოფესტივალს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფესტივალი პირველად ჩატარდება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ფესტივალის მონაწილეებს და ჩვენს თავსაც. წინ მართლაც საინტერესო დღები გველის“,- განაცხადა SOLO Lifestyle -ის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა.
მესტიის კინოფესტივალის დამფუძნებლები ა(ა)იპ მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და რეჟისორი და პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძეა.
ფესტივალის პარტნიორია „კინოინსტიტუტი“ და „კინოთეატრი“, გოეთეს ინსტიტუტი.
უფრო მეტი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.mestiaff.ge
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















