ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა

საქართველო, თბილისი - 11:46 | 08.09.2021
ნანახია: 1529

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამშობლოში დაბრუნდა - აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ რაგბის კავშირმა გაავრცელა და სოციალურ ქსელში აეროპორტში გადაღებული ფოტოები გამოქვეყნა.

ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს დაგეგმილი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის 19-ის გავრცელების გამო გაუქმდა.

ბორჯღალოსნების მწვრთნელი თითქმის ორი თვე იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში მკურნალობდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე