ესპანეთში ორსულს ზიკას ვირუსი აღმოაჩნდა

საქართველო, თბილისი - 09:54 | 05.02.2016
ნანახია: 2360

ესპანეთში ორსულს ზიკას ვირუსი აღმოაჩნდა, ეს ევროპაში ვირუსის აღმოჩენის ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ქალი ცოტა ხნის წინ, ესპანეთში კოლუმბიიდან ჩავიდა, სადაც სავარაუდოდ ვირუსით დაინფიცირდა. სამინისტროსვე განცხადებით, ესპანეთში ამ დროისათვის დაავადების 6 შემთხვევაა გამოვლენილი.

ორსულების ზიკას ვირუსით დაავადება ბავშვებში მიკროცეფალიას იწვევს. ახალშობილები ანომალიურად პატარა თავითა და ტვინის განვითარების დარღვევებით იბადებიან.

ცორა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად ევროპაში ზიკას ვისრუსის მასშტაბური გავრცელებაა მოსალოდნელი.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე