მზად ვარ დებატებისთვის ყველასთან, დარწმუნებული ვარ, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 22:47 | 03.09.2021
ნანახია: 490

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მზად არის დებატებში მონაწილეობისთვის მერობის ყველა კანდიდატთან.

ამის შესახებ მან გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა.

"ჩემთვის არაფრით არ განსხვავდება თუნდაც გიორგი გახარია, ნიკა მელია ანა დოლიძისგან, იგივე რიჩარდისგან თუ სხვა კანდიდატებისგან. ჩვენ, პოლიტიკოსებმა, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა. კახა კალაძე დაუჯდება ყველას, ამის შესაძლებლობა, დარწმუნებული ვარ, იქნება, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებშია, წარიმართოს დებატები. არაფრით არ გამოირჩევა გიორგი გახარია რიჩარდისგან და, თუნდაც, ნიკა მელია ანა დოლიძისგან. ასე რომ, პირისპირ მხოლოდ ამ ორ ადამიანს დავუჯდე დებატებში, ეს გამორიცხულია. ყველასთან მზად ვარ ვიდებატო და ეს იხილოს საზოგადოებამ,"-აღნიშნა კახა კალაძემ.


პოლიტიკა