აშშ კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საქართველოს მთავრობას ამერიკელი, ავღანელი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების დანიშნულების ადგილამდე ჩასვლაში დახმარებისათვის

საქართველო, თბილისი - 15:21 | 03.09.2021
ნანახია: 699

ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საქართველოს მთავრობას ამერიკელი, ავღანელი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის გზაზე მათი დანიშნულების ადგილას ჩასვლაში გაწეული დახმარებისათვის, - აღნიშნულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აშშ-ს საელჩოში აცხადებენ, რომ  ეს ძალისხმევა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია და ხაზს უსვამს საქრთველოს ხელმძღვანელობის კრიზისების და ჰუმანიტარული პრობლემების მართვის უნარს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე