სააკაშვილისა და გვარამიას მიერ მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკა, რათა იყოს მუდმივი შფოთვა, სტრესი და პანიკა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:48 | 03.09.2021
ნანახია: 514

24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც იმართება სააკაშვილის, გვარამიას და მთელი ამ პროვოკაციული ძალის მიერ იმისთვის, რომ მუდმივი შფოთვა, სტრესი და პანიკა იყოს საზოგადოებაში,  განაცხადა პემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ბაღდათში,  „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის,  კახა ენუქიძის წარდგენისას.

"ამ არჩევნების შემდეგ 3 წელი შეგვეძლება მთელი რესურსი და მობილიზება გავაკეთოთ მხოლოდ განვითარებაზე, საქმეზე და შრომაზე, რომ ეს დესტრუქციული დღის წესრიგი, რომელიც შექმნილია დესტრუქციული ძალის „ნაცმოძრაობის“ მიერ მტკიცედ შევცვალოთ და მოსახლეობას ვაჩვენოთ რეალური საქმე. 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც იმართება სააკაშვილის, გვარამიას და მთელი ამ პროვოკაციული ძალის მიერ იმისთვის, რომ მუდმივი შფოთვა, სტრესი და პანიკა იყოს საზოგადოებაში," - თქვა ღარიბაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე