ნორვეგიის საგარეო უწყება საქართველოს მადლობას უხდის
საქართველო, თბილისი - 12:25 | 03.09.2021 ნანახია: 647
2 სექტემბერს, ნორვეგიული მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ინე ერიქსენ სორეიდეს შორის.
სატელეფონო საუბრისას ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც საქართველომ შეიტანა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენების განხორციელებისას. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შეასრულა ავღანეთიდან სამოქალაქო და სამხედრო პირების სასწრაფო ევაკუაციისა და ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული პროცესების მართვაში. მინისტრმა სორეიდემ კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობა პარტნიორებისთვის ავღანეთში არსებული კრიზისული ვითარების ფონზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ნორვეგიულ მხარეს მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. მინისტრმა ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი, კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
მხარეებმა მიმოიხილეს, ასევე, რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რთული ვითარება და გამოწვევები. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, უკანონო ბორდერიზაციის პროცესსა და რეგიონში რუსეთის მზარდი მილიტარიზაციის საკითხზე. აღინიშნა საქართველოს კონსტრუქციული მიდგომა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. ნორვეგიელ კოლეგასთან საუბრისას მინისტრმა რეგიონში საერთაშორისო პარტნიორების მეტი ძალისხმევის კონსოლიდაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა, ასევე, საქართველოში კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვითარებით. დავით ზალკალიანმა ნორვეგიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში კოვიდ-ვაქცინების ფართო ხელმისაწვდომობისა და ვაქცინაციის პროცესის დადებითი დინამიკის თაობაზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, აგრეთვე, ქვეყნის მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების თაობაზე და გამოხატა იმედი, რომ იგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამომავლოდ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული კავშირების სწრაფ აღდგენას.
საუბრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა თანამშრომლობისა გაღრმავებისა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















