პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე პარალიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

საქართველო, თბილისი - 14:27 | 29.08.2021
ნანახია: 1050

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოში ასპარეზობის ბოლო დღეს მძინეწონოსანი რევაზ ჩიკოიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში იგი ირანელ პარაძიუდოისტს შეხვდა და მეორე წუთზე მიღებული ტრავმის გამო დამარცხდა.

დღეს ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ინა ქალდანმაც.​

პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე სამი ვერცხლის მედალია. მომდევნო დღეებში კიდევ ოთხი ქართველი პარასპორტსმენი იასპარეზებს.







პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე