ხიბულაში, პრეზიდენტის მემორიალური სახლი აღადგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, მისივე გადაწყვეტილებით აშენდა ულამაზესი ტაძარი და კეთილმოეწყო ტერიტორია - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:09 | 27.08.2021 ნანახია: 678
სოფელ ხიბულაში, პრეზიდენტის მემორიალური სახლი აღადგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ასევე, მისი გადაწყვეტილებით სახლის ტერიტორიაზე აშენდა ულამაზესი ტაძარი და კეთილმოეწყო ტერიტორია, რაშიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ 13 მილიონი ლარი დაიხარჯა, ამისთვის მადლობა პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მადლობა "ფონდ ქართუს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების" გამარჯვებაზე და აღნიშნა, რომ ეს იყო ისტორიული გამარჯვება, რომელმაც მთლიანად შეცვალა ქვეყნის სურათი.
„მე ვახსენე ჩვენი დამფუძნებელი და აქვე არ შემიძლია, არ აღვნიშნო კიდევ ერთი რამ - ჩვენი დამფუძნებლის ლიდერობით, შევძელით იმ ისტორიული გამარჯვების მოტანა ჩვენი ხალხისთვის, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის სურათი და ზოგადად განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდა ქვეყანა, ხალხი დამშვიდდა, თავისუფლება მოიტანა 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა რაც მთავარია და მოიტანა რეალური, ხელშესახები ცვლილებები, დემოკრატიის გაძლიერების კუთხით იქნება ეს, ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების თუ სხვა უამრავი მიმართულებით, ამ ბოლო რვა წელში ჩვენ გვქონდა განვითარება და პროგრესი, გვქონდა ხელშესახები მიღწევა და პროგრესი ასევე ევროკავშირთან მიმართებაში, ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება და ჩვენ მივაღწიეთ უვიზო რეჟიმის შემოღებას ევროკავშირთან, რითაც ჩვენი თავისუფლებისმოყვარული ხალხი ამაყად გადაადგილდება, ყოველგვარი შეზღუდვების და ბარიერების გარეშე, უვიზოდ, ევროპის მიმართულებით. ეს საკმარისია? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმიტომ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა იყო. ვიხსენებთ რა 90-იან წლებს, კარგად გვესმის თითოეულ მუნიციპალიტეტში თუ რა იყო და რა არის და რა გვინდა, რომ იყოს. ამიტომ ათმაგად, გაათმაგებული ტემპებით გვჭირდება ჩვენ მუშაობა. მუშაობა, მუშაობა და მუშაობა - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გამოსავალი", - განაცხადა პრემიერმა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















