მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:36 | 27.08.2021
ნანახია: 545

საქართველოს პრეზიდენტი ქაბულში განხორციელებულ ტერაქტებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს და მწუხარებას გამოვთქვამ ავღანელი სამოქალაქო პირებისა და აშშ-ს სამხედროების დაღუპვის გამო.

ევაკუაციის პროცესი მშვიდობიანად უნდა წარიმართოს. საქართველო გააგრძელებს მხარდაჭერას მათ მიმართ, ვინც ევაკუაციის პროცესს ახორციელებს და ძალადობის წინააღმდეგ სოლიდარობას გამოხატავს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ქაბულის ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა. მომხდარს 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. დაშავდა 160-მდე ადამიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე