საქართველოს ტერიტორიის გავლით ავღანეთიდან 2 000 ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა
საქართველო, თბილისი - 21:06 | 26.08.2021 ნანახია: 669
„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით, საქართველო უკვე რამდენიმე დღეა აქტიურადაა ჩართულია ავღანეთიდან ჰუმანიტარული მისიის, კერძოდ, ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის განხორციელებაში. ეს პროცესი კარგადაა ორგანიზებული და ზედმიწევნით გამართული მექანიზმით იმართება" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ავღანეთიდან ევაკუაციის საერთაშორისო ძალისხმევაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია, იმ უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე, რომელიც საქართველომ, როგორც სატრანზიტო ტერიტორიამ უნდა შეასრულოს ავღანეთიდან წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების გამოყვანის პროცესში. მისი თქმით, ევაკუაციის პროცესის დაწყების პირველივე დღეებიდანვე," თბილისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც პარტნიორების მხრიდან იქნა გამოყენებული და ამისთვის საქართველომ ნატოელი პარტნიორების მხრიდან უდიდესი მადლიერება დაიმსახურა".
როგორც ზანკალიანმა კომენტარში განაცხადა, ავღანეთში მოვლენების დრამატული განვითრების ფონზე, საქართველო აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნორვეგიასთან და შვედეთთან. აღნიშნული ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ბოლო დღეების განმავლობაში 2000 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.
მისი თქმით, საქართველომ მიიღო პარტნიორებისა და სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, აზიის განვითარების ბანკის თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ყოფილიყო დროებითი თავშესაფარი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ორგანიზაციებისთვის მუშაობდნენ და შემდგომში ეტაპობრივად მომხდარიყო მათი გადაყვანა სხვადასხვა მიმართულებით.
„ეს იყო ყოველმხრივ ორგანიზებული პროცესი. სამხედრო თვითმფრინავებით ხდებოდა ევაკუირებული პირების თბილისში ჩამოყვანა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ხვდებოდათ ლოგისტიკურად გამართული, მწყობრი მექანიზმი, სადაც ჩართული იყო საქართველოს ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინსიტრო, თავდაცვის სამინისტრო. მთელი ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ხორცილდებოდა პრემიერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით და ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. თბილისში სამხედრო თვითმფრინავით ჩამოყვანილი მოქალაქეების გაყვანა ხორციელდებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით და ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს", - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველო ყოველდღიურად იღებს პარტნიორების მხარდამჭერ და მადლიერების გზავნილებს. ეს სოლიდარობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ შეიძლება მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობა ერთობლივი ძალისხმევით გაუმკლავდეს ნებისმიერ ჰუმანიტარულ კრიზისს.
„ჩვენ ვიყავით მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ავღანეთში, „საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მისიაში. ქართული ქვედანაყოფები ჩართული იყვნენ ჯერ ISAF-ის ოპერაციაში, ხოლო მოგვიანებით RSM-ის მისიის ფარგლებში. და ამ სიტუაციაშიც, როდესაც ჰუმანიტარულ კატასტროფა შეიქმნა, ჩვენც მყისიერი დახმარება აღმოვუჩინეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს" - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















