ვიდრე ამ მიწაზე იცხოვრებს ქართველი კაცი, ოკუპაციას არ შევეგუებით და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 20:54 | 25.08.2021 ნანახია: 648
პოლიტიკური კამპანიის პროცესში, ბუნებრივია, ჩვენ ვმსჯელობთ, ვიხსენებთ წარსულს, ვსაუბრობთ აწმყოსა და მომავალზე, არ შემიძლია, არ გავიხსენო ჩვენი ბნელი წარსული, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად დავასრულეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამეგრელოში ძალიან ბევრი უსამართლობა მოხდა.
"ჩვენმა ძვირფასმა მეგრელებმა ძალიან ბევრ უსამართლობას და ჩაგვრას გაუძლეს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. არაერთი უსამართლობა, ადამიანების ტერორი, ჩაგვრა, ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო, რომელზეც ზუგდიდელებმა და მეგრელებმა ღირსეულად, მტკიცედ თქვეს უარი. ჩვენმა ხალხმა არაერთ განსაცდელს გაუძლო. მე დღეს პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ვიმყოფებოდი ენგურის ხიდზე, სადაც კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი ტკივილი, ჩვენი მოუშუშებელი იარა. ეს არის სწორედ იმ პოლიტიკოსების „დამსახურება“, რომლებმაც თავის დროზე ვერ აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე. რა თქმა უნდა, ოკუპანტების წახალისებით, დღეს აფხაზეთი დროებით ოკუპირებულია. მანამ, ვიდრე ამ მიწაზე იცხოვრებს ქართველი კაცი, ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. ეს არის ჩვენი მიზანი, ოცნება და ყოველდღიური საზრუნავი. მეორეს მხრივ, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი ღალატი ჩაიდინეს პოლიტიკოსებმა, რომლებსაც თავის დროზე ჩვენმა მოქალაქეებმა, ჩვენ ყველამ ერთად გამოვუცხადეთ ნდობა და მივანიჭეთ ჩვენი ქვეყნის მართვის მანდატი - ჩააბარეს ოკუპანტებს, მიატოვეს ჩვენი გმირი ჯარისკაცები და თავად ლაჩრულად გამოიქცნენ ომის ველიდან. შედეგად ჩვენ მივიღეთ დროებითი ოკუპაცია აფხაზეთთან ერთად ცხინვალის რეგიონის. 100-ზე მეტი ახალი სოფელი მოექცა ოკუპაციის ზონაში.
დღეს ვიმყოფებოდით მესტიაში და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ის მუხანათური, მოღალატეობრივი ნაბიჯები, რამაც გამოიწვია ასევე კოდორის ხეობის დროებით ოკუპაცია. ამ ყველაფერს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობის შემქმნელებს კვლავაც აქვთ სურვილი, არათუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების. რა თქმა უნდა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, ვინაიდან ბოლო 7 არჩევნებში ჩვენმა ბრძენმა მოსახლეობამ, ხალხმა მტკიცედ უთხრა უარი „ნაციონალურ მოძრაობას“. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია, რომ ასეთი მოძალადეები ჯერ კიდევ აცხადებენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი მოძალადეები არათუ აღარასოდეს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, არ უნდა დარჩნენ პოლიტიკაში. ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















