ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიადის ნახევარფინალში გადავიდნენ

საქართველო, თბილისი - 09:48 | 25.08.2021
ნანახია: 613

ტოკიოს პარალიმპიადაზე წარმატებულად ასპარეზობენ ქართველი ეტლით მოფარიკავეები – ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი. ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალურ პირველობაში ქართველი პარალიმპიელები ნახევარფინალში გადავიდნენ.

ხეცურიანმა (B კატეგორია) მეოთხედფინალში იტალიელი როსანა პასკინოსი დაამარცხა.

ნახევარფინალში ხეცურიანის მეტოქე ჩინელი შუმეი ტანი იქნება, რომელიც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია.

 ნინო თიბილაშვილმა კი მეოთხედფინალში უკრაინელ ნატალია მორკვიჩს სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მისი მეტოქე უკრაინელი ევგენია ბრეუსი იქნება.

ნახევარფინალური ორთაბრძოლები თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე