გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია

საქართველო, თბილისი - 14:22 | 30.07.2021
ნანახია: 933

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

ფინალში მძიმეწონოსანი ძიუდოისტი ჩეხ კრპალეკთან დამარცხდა.

ნახვარფინალში გურამ თუშიშვილმა რუსი მეტოქე, ტამერლან ბაშაევი დაამარცხა.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე