საქართველო ყირიმის ანექსიის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას შეუერთდა

საქართველო, თბილისი - 20:29 | 27.07.2021
ნანახია: 629

საქართველო ყირიმის ანექსიის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ერთი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილებას შეუერთდა. ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

"ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები მონტენეგრო და ალბანეთი, ასევე ისლანდია და ნორვეგია, უკრაინა და საქართველო უერთდებიან ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს. ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს [ევროკავშირის] საბჭოს გადაწყვეტილებას [რუსეთის სანქცირებასთან დაკავშირებით]", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მიესალმება აღნიშნული ქვეყნების გადაწყვეტილებას.

ევროპულმა საბჭოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ერთი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება 2021 წლის 23 ივნისს მიიღო.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მას შემდეგ მოქმედებს, რაც მან 2014 წელს უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა.

ევროკავშირის სანქციების საქართველო გასულ წელსაც შეუერთდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე