მივხვდი, რომ გაყალბების მასშტაბი არ იყო ისეთი დიდი, როგორც ჩვენ გვეგონა - ალეკო ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 19:19 | 27.07.2021
ნანახია: 578

როდესაც მოლაპარაკებების რაუნდების „ქართული ოცნება“ ოპოზიციას გვთავაზობდა შედეგების გადათვლას, ოპოზიციიდან კი აბსოლუტურად ყველამ უარი თქვა ამაზე, მე მაშინ მივხვდი, რომ გაყალბების მასშტაბი არ იყო ისეთი დიდი, როგორც ჩვენ გვეგონა, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„პოლიტიკოსებმა, რომლებსაც შეგვიძლია საკუთარი შეცდომების აღიარება, მალევე ვთქვით - პირადად მე მოლაპარაკებების რაუნდების დროს ვნახე, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას გვთავაზობდა შედეგების გადათვლას, ოპოზიციიდან კი აბსოლუტურად ყველამ უარი თქვა ამაზე. მე მაშინ მივხვდი, რომ გაყალბების მასშტაბი არ იყო ისეთი დიდი, როგორც ჩვენ გვეგონა. ამის შემდეგ ჩვენ ვერ წარვადგინეთ მტკიცებულებები, რომ არჩევნები მასშტაბურად იყო გაყალბებული. ამას დაემატა ISFED-ის ისტორია და საერთო ჯამში უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა იმ მასშტაბით, როგორც თავიდან გვეგონა“, - განაცხადა ელისაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე