დავრწმუნდით, რომ არჩევნები მართლაც არ გაყალბებულა - ფრიდონ ინჯია
საქართველო, თბილისი - 19:49 | 26.07.2021 ნანახია: 749
პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და ამაში ის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაში მუშაობისას კიდევ ერთხელ დარწმუნდა.
„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფი, პირველები ვიყავით, როგორც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია, რომლებიც პარლამენტში შემოვედით და ჩვენთვისაც საინტერესო იყო თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. როდესაც ჩვენ შემოვდიოდით პარლამენტში ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. გაყალბებული არჩევნებით ჩვენ არ შემოვსულვართ. სწორედ ამ კომისიაში მუშაობისას მე და ჩემი პოლიტიკური ჯგუფის წევრები დავრწმუნდით, რომ არჩევნები მართლაც არ გაყალბებულა. როდესაც არჩევნები ყალბდება ხალხი მის დასაცავად გამოდის. დესტრუქციულ პარტიებს ნამდვილად უნდოდა ხალხის გამოსვლა, მაგრამ ხალხი არ გამოვიდა, იმიტომ რომ დასაცავი არაფერი იყო. აღნიშნულ პარტიებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მხოლოდ განცხადებები შერჩათ“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტის წევრმა რადიკალური ოპოზიციის ორმაგ სტანდარტებზე ისაუბრა და დეპუტატებს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარ დროებითი საგამოძიებო კომისიის ინიციატივით მიმართა. „დამერწმუნეთ, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ თუ წინასწარ შეიქმნება ასეთი საგამოძიებო კომისია, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მის მუშაობაში მონაწილეობას მაინც არ მიიღებს“, - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















