პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები აირჩია

საქართველო, თბილისი - 15:57 | 26.07.2021
ნანახია: 924

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს - ნიკოლოზ გაგუას, ეკატერინე მიქაბაძეს და ეკატერინე გალდავას მხარი დაუჭირა.

ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურას ხმა 79-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი - არცერთი.

ეკატერინე მიქაბაძეს მხარი დაუჭირა  82-მა  დეპუტატმა, წინააღმდეგი - არცერთი.

ეკატერინე გალდავას ხმა მისცა 82-მა დეპუტატმა,  წინააღმდეგი - არცერთი.

პარლამენტმა ნიკოლოზ გაგუა, ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად 7 წლის ვადით აირჩია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე