ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 14:34 | 26.07.2021
ნანახია: 1171

ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადის ფინალი იაპონელ შოჰეი ონოს წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა და საბოლოოდ იაპონელის გამარჯვებით დასრულდა.

29 წლის ქართველმა ძიუდოისტმა საქართველოს მეორე მედალი მოუტანა. ლაშა პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც სამი ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

ლაშამ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ოქრო მოიპოვა, 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე – ბრინჯაო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე