სიძულვილის ენის შემცველი პლაკატების გაკვრისთვის 2 პირი დაჯარიმდა

საქართველო, თბილისი - 18:00 | 25.07.2021
ნანახია: 558

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა 2 პირი, რომლებმაც დედაქალაქის ქუჩებში სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები გააკვრეს.

 მერიაში მედიას განუცხადესრომ პლაკატების უმეტესობა გუშინ ჩამოიხსნა, თუმცა თბილსერვის ჯგუფი ამოწმებს სხვა ქუჩებსაც. მათივე ინფორმაციით იდენტიფიცირებული პირები დაჯარიმდებიან.

თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელეთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა.
 
სიძულვილის ენის შემცველ პლაკატებს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI). ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ისინი თავიანთი შინაარსითა და ფორმით ძალადობისაკენ მოწოდებას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე