ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 25.07.2021
ნანახია: 553

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალში იგი იაპონელ ჰიფუმი აბეს შეხვდა და, სამწუხაროდ, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ქართველი ძიუდოისტი პირველ შეხვედრაში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენ იაკუბ შამილოვს შეხვდა და მეტოქეს ბოლო წამებზე ვაზარით სძლია.

მეოთხედფინალში,  ვაჟა ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს შეხვდა და ორი ვაზარით დაამარცხა.

ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში კორეელი ბაულ ანი დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

ვაჟა მარგველაშვილმა საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი მოუპოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე