ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია

საქართველო, თბილისი - 13:34 | 25.07.2021
ნანახია: 522

ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია.

ოლიმპიადის ნახევარფინალში ვაჟა მარგველაშვილმა კორეელი ანი დაამარცხა.

ფინალში მისი მეტოქის ვინაობა ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც იაპონელი აბესასა და ბრაზილიელ კარნინის შორის გამარჯვებული გამოვლინდება.

ფინალში გასულ ვაჟა მარგველაშვილს ოლიმპიური მედალი გარანტირებული აქვს. ეს იქნება ქართული დელეგაციის პირველი მედალი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე