შს მინისტრი სომხეთის სასაზღვრო ჯარების სარდალს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:46 | 24.07.2021
ნანახია: 88

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების სარდალს, პოლკოვნიკ არმან მარალჩიანს უმასპინძლა.

შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, ასევე, სომხეთის სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი არმენ მკრტჩიანი ესწრებოდნენ.

ვიზიტის მიზანია საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება.

შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე