სანდრო ბაზაძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია

საქართველო, თბილისი - 11:40 | 24.07.2021
ნანახია: 538

ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში ფინალში გავიდა.

ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი კორეელი სანგუკ ოჰი დაძაბულ ბრძოლაში 15:12 დაამარცხა.

ბაზაძე ნახევარფინალში უნგრელ არონ სილადის დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე