შსს-მ ტვ პირველის ოპერატორზე თავდასმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 11:28 | 24.07.2021
ნანახია: 868

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს  1991 წელს დაბადებული გ.გ, რომელმაც 5 ივლისს თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ  აქციაზე, ორგანიზაცია სირცხვილიას ოფისში ტელეკომპანია ტვ პირველის ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2
ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2
ნაწილით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ 29 პირია დაკავებული.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე